ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას

როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს კორუფციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

იგი ამგვარად გამოეხმაურა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხული მოქალაქეებისგან მოსმენილ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს კორუფციისა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გამდიდრების შესახებ.

„ისინი ამაყობდნენ იმით, რომ კორუფცია დავამარცხეთ საქართველოშიო. ქვედა დონეზე და წვრილი კორუფცია დამარცხებული იყო, თუმცა, ეს ყველაფერი გადაიზარდა მყისიერად ე.წ. ელიტურ კორუფციაში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.