ვიქტორ ორბანი: დასავლეთმა უკრაინაში ომი წააგო

ვიქტორ ორბანი: დასავლეთმა უკრაინაში ომი წააგო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ დასავლეთმა უკრაინაში ომი წააგო.

ადგილობრივი იუთუბ-არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონფლიქტიდან გასვლით და მისი დარეგულირების მცდელობით ამერიკის გადარჩენას ცდილობს, ევროპელ ლიდერებს კი არ სურთ, ომში დამარცხება აღიარონ.

„დასავლეთმა წააგო ეს პროქსი ომი, რაც ძალიან დიდ ტვირთად იქცა. დონალდ ტრამპი ამ კონფლიქტიდან გასვლით და იმ ძალისხმევით, რასაც კონფლიქტის დარეგულირებაში დებს, ცდილობს ამერიკა დამარცხებისგან იხსნას. დასავლეთ ევროპაში, კი სხვა ვითარება გვაქვს. ევროპელი ლიდერები, რომლებმაც ევროპა ამ ომში ჩაითრიეს, არ აპირებენ იმის აღიარებას, რომ დამარცხდნენ“, - თქვა ორბანმა.