საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
"კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში დაიბარა. გვარამია სხდომაზე არ მივიდა. უარი კომისიის მოთხოვნაზე კი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.