იტალიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩავიდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩავიდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მელონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც შეერთებულ შტატებში ევროკავშირისთვის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ ჩავიდა.

დასავლური მედიის ცნობით, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ მელონი ტრამპთან შეხვედრისას ტარიფების საკითხის მოგვარებას შეეცდება.

იტალიის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებთან ერთად, სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავს, მათ შორის უკრაინის ომსა და ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.