აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, მაიკ ბენცის განცხადებით, USAID-ის პროგრამა „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი“ აერთიანებს ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას და უცხო ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების, მათ შორის არჩევნების კონტროლის მიზნით გამოიყენება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნის განმარტებით, ამ პროგრამის ფარგლებში ავტორიტარულ რეჟიმად მიიჩნევა ის, ვინც USAID-ს არ მოსწონს, ხოლო დემოკრატიულ ძალას მხოლოდ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ძალები წარმოადგენენ.
ბენცის თქმით, ეს კლასიკური სქემა, USAID-ის მიერ უცხო ქვეყნებში ხელისუფლებების შეცვლის ოპერაციის ნაწილია.
„USAID-ის აქვს ასეთი პროგრამა „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი“. ის უცხო ქვეყნების პოლიტიკური პროცესების კონტროლისთვის გამოიყენება. ასეთი პროგრამების წინაპირობაა დემოკრატიის საფრთხეებზე საუბარი, რომ შემდეგ თავზე შედგნენ საზოგადოებას. სხვებს შერაცხავენ დემოკრატიის საფრთხედ და უუფლებოდ მიიჩნევენ. ავტოკრატიის და დემოკრატიის დიქოტომიაც აუცილებელი წინაპირობაა. მათთვის ტრამპიც ავტორიტარული მმართველია და მარინ ლე პენი. ეს ჩარჩო აუცილებლად უნდა შექმნან, რადგან მთელი ქსელი ამაზეა აგებული. ცუდ და კარგ მხარეებად ყოფენ ხალხს. ანუ მათთვის დემოკრატიული ძალა არის ყველა, ვისაც USAID-ი უხდის ფულს, ხოლო ავტორიტარულია ის, ვისაც USAID-ი რეჟიმის შეცვლის ოპერაციას უწყობს, ასე რომ სიტყვა „ავტორიტარული“ სინამდვილეში deep state-ს ნიშნავს“, - თქვა ბენცმა.