ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ არ იცის ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, სიცრუეს უწოდებს.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, „ყველაფერზე ის იღებდა პასუხს, მათ შორის ე.წ დათვის ტყვიების სროლაზეც“.
„გახარია ტყუილს ამბობს. 20 ივნისიდან ძალიან მალე, რამდენიმე ადამიანი შევხვდით და საუბრისას თქვა, რომ ყველაფერზე ის იღებდა პასუხს, მათ შორის ე.წ დათვის ტყვიების სროლაზეც.“-წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იმყოფება, სადაც მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს.