დღეს ეს „ენჯეოები“ და ოპოზიციის მედია, ეგრეთ წოდებული რადიკალი აქტივისტები დაკავებული არიან ზუსტად ამით - გააღვივონ ზიზღი, შექმნა სამიზნეები სიძულვილის და შემდეგ თვითონ არ გამოკრავენ სასხლეტს იარაღს, მაგრამ ვიღაცას, მათ აყოლილ ადამიანს შეიძლება, ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მათ ეროვნული თანხმობისა და ერთიანობის დღეს - 9 აპრილსაც კი სცადეს, რომ საზოგადოებაში შფოთი და უთანხმოება ჩამოეგდოთ.
„ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული ტერორი, რომელსაც სამწუხაროა, რომ დღემდე არ გამიჯვნია არცერთი ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი. იყო ასეთი რადიო - „1000 ბორცვის რადიო“ რუანდაში, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ისეთი ზიზღის ატმოსფერო შექმნა, ერთი ჯგუფის მხრიდან მეორე ჯგუფის მიმართ, რომ ერთი წლის თავზე ამ ზიზღით გაჯერებულმა ჯგუფებმა დაიწყეს ტერორი და გენოციდი მოაწყვეს რუანდაში.
დღეს ეს „ენჯეოები“ და ოპოზიციის მედია, ეგრეთ წოდებული რადიკალი აქტივისტები დაკავებული არიან ზუსტად ამით - გააღვივონ ზიზღი, შექმნა სამიზნეები სიძულვილის და შემდეგ თვითონ არ გამოკრავენ სასხლეტს იარაღს, მაგრამ ვიღაცას, მათ აყოლილ ადამიანს შეიძლება ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინონ. ზუსტად ასეთი კამპანიების შედეგი იყო ტრამპს რომ ესროლეს; ასეთი ზიზღის კამპანიის შედეგი იყო სლოვაკეთის პრემიერ-ფიცოს რომ ესროლეს; ეს არის ზუსტად ის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენთან ევროპიდან, გარედან შემოვიდა. თავის დროზე როგორც ბოლშევიზმი შემოვიდა გარედან, როგორც ფაშიზმი წარმოიშვა და გარედან მოეხვია სხვადასხვა ჯგუფს, ასე არის დღესაც ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომლის ინსტრუმენტი არის სიძულვილის გაღვივება, სამიზნეების მონიშვნა და შემდეგ უკვე მათი მხარდამჭერების მხრიდან ამ სამიზნეებზე ძალადობა, რასაც ვაკვირდებით ყოველდღიურად. ამ დონორებმა და „ენჯეოებმა“ ქართულ საზოგადოებას აკადრეს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღის - 9 აპრილის წაბილწვა; ამ დონორებმა, „ენჯეოებმა“ წაგვიბილწეს 9 აპრილის საკრალური დღე იმით, რომ ამ დღეს შეეცადნენ შემოეტანათ დაყოფა, სიძულვილი. ამ დღეს, რომელსაც ჰქვია ოფიციალურად ეროვნული თანხმობის და ერთიანობის დღე, შეეცადნენ რომ ჩამოეგდოთ შფოთი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.