არა ის, რომ „რომელიღაცა ძებნილი იყო და უნდა დაგვეჭირა“, „განადგურების ბრძანება გავეციო“, - ეს არის მათი ხელწერა. აქედან კარგად ჩანს, რა იყო მათი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა დღესაც ცოცხალია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა.
მან ამგვარად შეაფასა ის ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხეომებზე ისმენს.
„დღეს ვერ აკეთებენ ამ ყველაფერს საქმით, თუმცა ამას აკეთებენ სიტყვით, ცილისწამებით, რითაც შეუძლიათ. დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში მოუშვა, რაც მათ შეცდომად მიაჩნიათ, რომ ვიღაცები ცოცხლები გადარჩნენ, დღეს რომ ამდენს ბედავენ და ლაპარაკობენ, თუნდაც კომისიის წვერები, არავის ცოცხალს აღარ დატოვებენ და ამ თავის „შეცდომებს“ გამოასწორებენ იმით, რომ სისხლის კალოს გალეწავენ ქვეყანაში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 11 აპრილის სხდომაზე მირან (ბუტა) რობაქიძის და ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილა.