პიმენ ყურაშვილი: მიშას თხემით ტერფამდე არასწორობას რომ შეეწირა ყველა, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლოსთვის არ გაუწირავს თავი

პიმენ ყურაშვილი: მიშას თხემით ტერფამდე არასწორობას რომ შეეწირა ყველა, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლოსთვის არ გაუწირავს თავი

კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, „საზოგადოება ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2008 წლის ომის პერიოდს იხსენებს, როდესაც ის ომში რეზერვისტად გაიწვიეს.

,, ეს ხალხი თამაშობს იდიოტს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე ისტერიკა ატეხოს რუსთაველზე, ან სახლში მიუვარდეს მთავრობის წევრს. ჯარისკაცი მზადაა სამშობლოს დაცვისთვის ნებისმიერ დროს, გინდა სწორად იქცეოდეს მთავარსარდალი, თუ მმართველობა და გინდა არასწორად. დაიწყო ომი, მიდიხარ და იცავ შენს ქვეყანას! საგამოძიებო კომისიაზეც ითქვა რამდენჯერმე, რომ კარგა ხნით ადრე იცოდნენ ომი მოხდებოდა და ზუსტად ეგრე იყო.

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი რომ ეგრე იყო. 2008 წლის აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე ვიყავი რეზერვის წვრთნაზე კოჯოროს ბატალიონში. ნიკა ჯანჯღავამ შეგვკრიბა მთელი ბატალიონი და შემაღლებული ადგილიდან ყვიროდა, რომ ჩვენ აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად და რომ ეს აუცილებლად მოგვიწევს, შეიძლება ძალიან მალეც იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიებიაო!

სახლში რომ დავბრუნდი, ჩემებს ვუთხარი მაშინვე, ესენი ომს აპირებენ აშკარადთქო. მიუხედავად ამისა, არც ჩემთვის, არც სხვა რეზერვისტებისთვის, არც რათქმაუნდა რეგულარული ჯარისთვის, ხელი არ შეუშლია ამას ან ნაცების ზიზღსაც კი, რომ კომისარიატში გამოვცხადებულიყავით როდესაც ომი დაიწყო. კიდევ ერთხელ, მიზეზების მიუხედავად, დაიწყო ომი, მიდიხარ ომში და იცავ შენს სამშობლოს!"-წერს პიმენ ყურაშვილი