POLITICO: სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლებს დაავალა, ანონიმური შეტყობინებები დაწერონ უწყებაში ანტიქრისტიანული მიკერძოების ნებისმიერი გამოვლინების შესახებ

POLITICO: სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლებს დაავალა, ანონიმური შეტყობინებები დაწერონ უწყებაში ანტიქრისტიანული მიკერძოების ნებისმიერი გამოვლინების შესახებ

ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა, ანონიმური შეტყობინებები დაწერონ უწყებაში ანტიქრისტიანული მიკერძოების ნებისმიერი გამოვლინების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მითითება აშშ-ის საელჩოებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სახელით გაეგზავნა.

კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდებენ, ერთმანეთზე ანონიმური შეტყობინებები დაწერონ.

„მოხსენებები უნდა იყოს რაც შეიძლება დეტალური, სახელების, თარიღებისა და ადგილების ჩათვლით, სადაც მოხდა ინციდენტი“, - ნათქვამია მარკო რუბიოს სახელით გაგზავნილ ინსტრუქციაში.

როგორც გამოცემა POLITICO წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი დოკუმენტის შინაარსით შოკირებულია.