ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორ დაირაზმნენ, როგორ ჩამოდგნენ და განაცხადეს, რომ საქართველოში მიიღება „რუსული კანონი“. ჩვენ ეს ფილმი ნანახი გვაქვს, ეს ფილმი ვნახეთ 2023 წელსაც, 2024 წელსაც და ახლაც ვხედავთ, ქართული საზოგადოება არ მოტყუვდება ამ მავნებლების გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მიუხედავად,-ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გრანტების მიღების საკითხის დარეგულირებას შეეხება.
გორდულაძის თქმით, ლომჯარია და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ, რომ თავიანი ბნელი ზრახვები დამალონ სხვადასხვა განცხადებების უკან.
„საქართველოში მიიღება ქართული კანონები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესს შეესაბამება. ახლა ეს ადამიანები, რომ ჩამოდგნენ თავიანთი ზედემოკრატია რომ აქვთ, თავიანთსავე ორგანიზაციებში და ვერ გაურკვევიათ პარტიის სახელით აკეთებენ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მაგალითად, ლომჯარიას შემთხვევაში სახალხო დამცველი არის თუ არა რომ ვერ გაუგია ჯერ კიდე, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ისევ და ისევ მოატყუონ საზოგადოება და თავიანთი ბნელი ზრახვები დამალონ სხვადასხვა განცხადებების უკან. მაგალითისთვის, ჩვენ ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები 2022 წელს იყვნენ აქციაზე, აორგანიზებდნენ აქციას და ცდილობდნენ, რომ ჩამოეყალიბებინათ ტექნიკური მთავრობა, რა არასამთავრობოს საქმეა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ცოცხლად დაწვას ამ ადამიანებს უწოდებენ გმირს და ცდილობენ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებას გმირად შეასაღონ, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა არაერთი გმირი, ლაზარე გრიგორიადისი ვერასდროს ვერ გახდება გმირი.
„ასევე, ჩვენ გვახსოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სოკოებივით წამოიზრდებიან ხოლმე, შემდეგ იღებენ დაფინანსებას სხვადასხვა უცხოური ფონდიდან და მერე ამ თანხებს ახმარენ მაგალითად- მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზებას. ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ცოცხლად დაწვას ამ ადამიანებს უწოდებენ გმირს და ცდილობენ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებას გმირად შეასაღონ, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა არაერთი გმირი, ლაზარე გრიგორიადისი ვერასდროს ვერ გახდება გმირი და რაც არ უნდა აფინანსონ უცხოურმა ფონდებმა და უცხოურმა ძალებმა, „ფიდ სთეითის“ წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა სამართალდამცავის და ზოგადად, ადამიანის დაწვაში ბრალდებულ და მსჯავრდადებულ ადამიანს ვერასდროს ვერ დაერქმევა გმირი,“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.