არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე: ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელოს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება

ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელოს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას უკვე გამოკვეთილია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ქმნის საფუძველს, რომ სარჩელი შევიდეს.

„უდიდესი მტრული დამოკიდებულებების და პირდაპირ კანონის, კონსტიტუციის უხეში დარღვევით ქმედებების გამო ეს პარტიები და ის ადამიანები, რომლებიც ამ პარტიების საქმიანობაში არიან ჩართულები, რა თქმა უნდა, კანონგარეშეა. შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელოს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ჩვენ ამის გჯერა.

ერთი საკითხია აქ აუცილებლად, რომ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას უკვე გამოკვეთილია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ქმნის საფუძველს, რომ სარჩელი შევიდეს“, - აღნიშნა მან.

მარბიელი აუხსენით ამ მწითურ უმწიფარს, რომ ჩორჩანის საგუშაგოს გახსნაზე იმსჯელა როგორც პარტიის პოლიტსაბჭომ, ასევე მინისტრთა კაბინეტმა - გახარიას ხუშტური არ ყოფილა... ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით მეცოცხეები ერთმანეთს რომ ასწრებდნენ კრიტიკულ გამოსვლაში, ქოცები ერთმანეთს ასწრებდნენ გამოსვლას გახარიას მხარდასაჭერად! ისმის კითხვა: საგუშაგოს გახსნის, თუ გახარიას სხვა ნამოქმედარის ავკარგი ფასდება რეალობის მიხედვით, თუ იმის გათვალისწინებით, წლების შემდეგ რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა გახარია?
2 დღის უკან