მინდა მივმართო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, ვასილ მაღლაფერიძეს და თიკო ბერძენიშვილს - აუცილებლად დააფიქსირეთ პოზიცია თქვენი თანამშრომლების, ზაუტაშვილის და ტუღუშის ფინანსურ სკანდალზე, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ცნობილია, რომ მაუწყებლის თანამშრომელს არ აქვს უფლება, მიიღოს სხვა შემოსავალი, მით უმეტეს მიიღოს დაფარული შემოსავლები სხვადასხვა ფონდებიდან, ვინაიდან ეს პირდაპირ კანონდარღვევაა.
"მინდა მივმართო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, ვასილ მაღლაფერიძეს და თიკო ბერძენიშვილს - აუცილებლად დააფიქსირეთ პოზიცია თქვენი თანამშრომლების, ზაუტაშვილის და ტუღუშის ფინანსურ სკანდალზე.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაუწყებლის თანამშრომელს არ აქვს უფლება, მიიღოს სხვა შემოსავალი, მით უმეტეს მიიღოს დაფარული შემოსავლები სხვადასხვა ფონდებიდან.
ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი არ უარყოფს გარე ფინანსურ შემოსავლებს.
ეს ხალხი არის ავანგარდში იმ გამოგონილი პროტესტის, რომელიც თქვენი არხის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ამიტომ კეთილი ინებეთ და შეისწავლეთ საკითხი, ვინ და რატომ აფინანსებდა წლების განმავლობაში ამ ადამიანებს. ასევე კეთილი ინებეთ, და შეისწავლეთ თითოეული თანამშრომლის ურთიერთობები იმ ფონდებთან, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ინსტიტუცია და არა კანტორა, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ხალხის შანტაჟის ქვეშ უნდა იყოს.
ამიტომ გამოდით და პასუხი გაეცით ხალხს, იცოდით თუ არა ამ სკანდალის შესახებ, ასევე გვითხარით კონკრეტული გეგმა, რას აპირებთ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ!" - წერს თამთა მეგრელიშვილი.