უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უფროსები დაავალებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დამფინანსებელი უფროსების დავალებით, ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, სინამდვილეში კი, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რასაც ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზეც კი იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდება.
„მათი დავალებით ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში კი განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი.
ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი ანტიკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა,“ - განახადა მამუკა მდინარაძემ.