მამუკა მდინარაძე: პირველივე დღეებში, მტკიცებულების დონეზეც აშკარად გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის ქართული საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება

მამუკა მდინარაძე: პირველივე დღეებში, მტკიცებულების დონეზეც აშკარად გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის ქართული საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება

მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი. ყოველდღიურად კიდევ უფრო ნათელი ხდება გარე ძალების მიერ დაფინანსებული და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობის რეალური მიზნების შესახებ,  -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოება რამდენიმე დღეა, თვალყურს ადევნებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს, სადაც უკვე მტკიცებულებების დონეზეც გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება. 

„ამავე დროს, საზოგადოება თვალყურს ადევნებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებს. სულ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სხვადასხვა ადამიანების გამოკითხვა და პირველივე დღეებში არა მხოლოდ ინფორმაციულად, არამედ უკვე მტკიცებულების დონეზეც აშკარად გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის ქართული საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება; რამდენად დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და რა მასშტაბის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი, გარედან მართული და ყველანაირ დანაშაულზე წამსვლელი ე.წ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები კვლავ იქნებიან უფლებამოსილნი იწოდებოდნენ პოლიტიკოსებად, პოლიტიკურ პარტიებად და ამ სახელდების ქვეშ განაგრძობდნენ საქართველოს წინააღმდეგ მორალური, პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩადენას. თეორიულად რომ დავუშვათ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით გააგრძელებენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლას.“-  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.