თეა წულუკიანი აგვისტოს ომზე-სანამ „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს პირში სული გვიდგას და სანამ ბიძინა ივანიშვილი არის იქ სადაც არის, ის ძალა ვერ დაბრუნდება, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ჩაგვანაცვლოს?! ის ვიღაცა, რომელიც ჩვენზე უმცროსი იქნება, უნდა იცოდეს რა მოხდა და რა არ არის მისაღები როცა ხარ პოლიტიკაში.
„ჩვენ ვნახავთ მთლიან სურათს, რომ 2008 წლის იმ ზარამდე, 7 აგვისტოს საღამოს ზარამდე, რომელიც თქვენთან განხორციელდა, ძალიან ბევრი შანსი მიზანმიმართულად მოირღვა, შანსი იმისა, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა“, - მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას გაერთიანებული შტაბების ყოფილ ხელმძღვანელს, ზაზა გოგავას.
როგორც სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, „აქ არავინ არჩევს კონკრეტული ჯარისკაცების და სამხედროების რაიმე ტიპის ცდომილებას“.
მისივე თქმით, კომისიის მიზანი და მათი მანდატიც ეს არის, რომ „ეს ყველაფერი შეფასდეს. რეჟიმის და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფასება და არა სამხედროების, თუ პროკურორების“.
„შანსი მოირღვა, მიზანმიმართულად იშლებოდა პროექტები, ინიციატივები და როგორც ჩვენ უკვე დადასტურებულად გვაქვს, 2008 წლის აგვისტოს ომი, ისე იქცეოდა მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების ერთი ნაწილი, რომელიც შემდეგ მარტო დარჩა უკვე 2008 წელს, რომ იგივე შესაძლოა მომხდარიყო 2004-ში, შესაძლოა მომხდარიყო 2006-ში. ახლა ჩვენ გვაინტერესებს, რომ ეს იყო გიჟური მისწრაფება, თუ ეს იყო გააზრებული, გარკვეული გეგმის ნაწილი და ვერ სრულდებოდა ეს გეგმა იმიტომ, რომ 2004-ში წააწყდა რაღაცა ტიპის წინააღმდეგობას ხელისუფლების შიგნიდან. მერე მოხსნეს მინისტრები, მოადგილეები, პრემიერ-მინისტრი ისეთ საეჭვო გარემოებებში იპოვეს გარდაცვლილი, რომელიც მხარს უჭერდა სამშვიდობო მიმართულებას, მტკიცებულებებიც ისე დახვდა „ქართულ ოცნებას“, რომ დღემდე ძნელია, რეალობა დადგინდეს.
აქ არავინ არჩევს კონკრეტული ჯარისკაცების და სამხედროების რაიმე ტიპის ცდომილებას. პირიქით, ჩვენ ვგმობთ, რომ პოლიტიკოსებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯერ ამხელა საშინელებები მოხარშეს ქვეყანაში და შემდეგ წავიდნენ და რეზოლუციის მე-6, მე-10, მე-11 და სხვა პუნქტებს დაუჭირეს მხარი, სადაც პირდაპირ საქართველო და ჯარია დადანაშაულებული ომის დანაშაულებში. ეს გააკეთეს პოლიტიკოსებმა.
ეს არის მოკრძალებული მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი შეფასდეს. ჩვენი მანდატიც ეს არის. რეჟიმის და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეფასება და არა სამხედროების, პროკურორების თუ თუნდაც იმ შინაგან საქმეთა დაცვის სამხედრო წარმომადგენლების, რომლებმაც თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადეს. ყველას ძალიან დიდი მადლობა და პატივი, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ, ამ ხელისუფლებამ მაინც გავაკეთოთ ის, რაც არ უნდა მძიმე, უმადური საქმე იყოს ვიღაცის თვალში, რომ ვინც მერე ჩვენ უნდა ჩაგვანაცვლოს და ის ძალა ვერ დაბრუნდება, სანამ „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს პირში სული გვიდგას და სანამ ბიძინა ივანიშვილი არის იქ სადაც არის, ის ძალა ვერ დაბრუნდება, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ჩაგვანაცვლოს?! აი ის ვიღაცა, რომელიც ჩვენზე უმცროსი იქნება, მან იცოდეს რა მოხდა და რა არ არის მისაღები როცა ხარ პოლიტიკაში. პოლიტიკოსი ჯარს სათამაშოდ არ უნდა აღიქვამდეს.
პოლიტიკოსი ბრიფინგის ტრიბუნით კი არ უნდა დარბოდეს, როცა ქვეყანა სამხედრო უბედურებაშია გახვეული და ჟურნალისტები სად არიანო კამერის წინ არ უნდა იპრანჭებოდეს, პოლიტიკოსის მთავარი ვალდებულება, თქვენი მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მთავარი ვალდებულება იყო და უმაღლესი მთავარსარდლის, რომელიც შემთხვევით არ არის იმავდროულად პოლიტიკოსი, მას ეს ორი ქუდი იმისთვის ხურავს, რომ პოლიტიკურად დაიცვას ჯარი ასევე და პოლიტიკურად და სამართლებრივად მერე აგოს პასუხი ჯარს თუ რამე გაუჭირდა. როცა ადამიანს ამის განცდა არ აქვს და პირიქით, უკან მობრუნებას ცდილობს და თავიდან უაზრო გეგმების და დავალებების შესრულებას ვიღაცის, რომ საბოლოოდ დაიღუპოს ეს ქვეყანა ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.