გიორგი გამსახურდია: ედიკას და მიშას გენერლების უმეტეს ნაწილს, წოდებები უნდა ჩამოერთვათ. მაგ წოდებების უკან, უამრავი სახელმწიფო, სამხედრო და კრიმინალური დანაშაულებია

გიორგი გამსახურდია: ედიკას და მიშას გენერლების უმეტეს ნაწილს, წოდებები უნდა ჩამოერთვათ. მაგ წოდებების უკან, უამრავი სახელმწიფო, სამხედრო და კრიმინალური დანაშაულებია

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელის ზაზა გოგავას მოსმენას გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ედიკას და მიშას, გენერლების უმეტეს ნაწილს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეგ წოდებები უნდა ჩამოერთვათ. მაგ წოდებების უკან, უამრავი სახელმწიფო, სამხედრო და კრიმინალური დანაშაულებებია. მივესალმები საგამოძიებო კომისიის საქმიანობას და ვიმედოვნებ, უფრო გაფართოვდება მათი მანდატი და დროის დიაპაზონიც“, - წერს გიორგი გამსახურდია.