ბათუმში, ევროსაბჭოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან აფასებს. მისი თქმით, ასეთი შეკრებების შინაარსმა ნდობა დაკარგა.
„გამოცდილება გვაქვს ბნელი, შავი და ძალიან სამწუხარო ფაქტებით აღსავსე. როდესაც ადამიანებს ატრენინგებდნენ, ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდნენ და ქუჩაში გამოჰყავდათ იმიტომ, რომ სხვისი სისხლი დაეღვარათ. ნდობა დაკარგა შეკრებების შინაარსმა. ერთ-ერთ შეკრებაზე პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების გარკვეულ ილეთებსაც კი ასწავლიდნენ და ამის თაობაზე გამოქვეყნებული იყო ფარული ჩანაწერი, რომელიც ყველამ ვიხილეთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მესამე დღეა ბათუმში, ევროსაბჭოს ორგანიზებით, ტრენინგი მიმდინარეობს. შეხვედრას „ენჯეო“ სექტორიც ესწრება.