ცდილობენ, რომ ბოლო ბრძოლა გამართონ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივად ჩამოშლისთვის. სავარაუდოდ, ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს შეხვედრა, - განაცხადა ბათუმში მიმდინარე ტრენინგზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა არის ყველაზე დიდი მიუღებელი რამ, რაც ქართულ „ენჯეო“ სექტორს სჭირს
„ცდილობენ, რომ ბოლო ბრძოლა გამართონ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივად ჩამოშლისთვის. სავარაუდოდ, ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს შეხვედრა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს შეხვედრა. ის ფაქტი, რომ დახურულია და მედიის გარეშე ახორციელებენ ასეთ შეხვედრებსა და ტრენინგებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათი მათი საქმიანობის ხასიათსა და ბუნებაზე. კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ გამჭვირვალობა არის ყველაზე დიდი მიუღებელი რამ, რაც ქართულ „ენჯეო“ სექტორს სჭირს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ევროსაბჭოს ორგანიზებით, მესამე დღეა ბათუმში ტრენინგი მიმდინარეობს. შეხვედრას „ენჯეო“ სექტორიც ესწრება. რა მიზანს ემსახურება შეხვედრა, ტრენინგის მონაწილეები კომენტარს არ აკეთებენ.