ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე: როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, დაუძახეს „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი

მას შემდეგ რაც გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ  2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ. 

მანვე კეზერაშვილის თათბირი გაიხსენა, რომელსაც ასევე ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. მისივე თქმით, მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე.

„როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, ვიღაცას იქ დაუძახეს შემოდითო, „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი. უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ, სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე, მმართველი პარტიის გარკვეული ფენიდან“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.