ლაშა ქოიავა 2008 წლის 8 აგვისტოზე: მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ ჟურნალისტები, ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით

ლაშა ქოიავა 2008 წლის 8 აგვისტოზე: მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ ჟურნალისტები, ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით

სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი, საბრძოლო მოქმედებების დაწყების დაგვიანების მიზეზებზე ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ელოდებოდნენ ჟურნალისტების მოსვლას საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით.

„საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტი 8 აგვისტოს დილის 6 საათი ვერ შედგა, რადგან ისევ მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, რაღაც ქონება უნდა მოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ კიდევ ჟურნალისტები და სანამ ჟურნალისტები არ მოვლენ არ შეიძლება ამის დაწყება. ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით. საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით ამ შეფერხების გამო, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო არც გეგმასთან, არც უზრუნველყოფასთან. მინდა ვთქვა, რომ რაც ეხებოდა სამხედროებს, საბრძოლო მოქმედება არ ხდება უზრუნველყოფის გარეშე, ეს უზრუნველყოფის ყველა ელემენტი იყოს თავის ადგილზე და ჩვენ უკვე შეგვეძლო მოქმედება“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.