ლაშა ქოიავა: ოქრუაშვილის დროს გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი

ლაშა ქოიავა: ოქრუაშვილის დროს გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი

სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაუქმებულ სტრატეგიულ მნიშვნელობის ობიექტებზე და ბატალიონებზე ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა,  ოქრუაშვილის დროს გაუქმებული იყო სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი, ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი და სამხედრო აკადემია.

„2007 წელს კეზერაშვილი დაინიშნა მინისტრად და  მე ჩემს სუბიექტურ შეხედულებას ვიტყვი, მოხდა იმიტაცია იმის აღდგენის, რაც გაუქმდა ოქრუაშვილის დროს. იმიტომ, რომ ოქრუაშვილის დროს იყო გაუქმებული ძალიან ბევრი საკვანძო მომენტი. იყო გაუქმებული სახმელეთო ჯარების შტაბი, იყო გაუქმებული სამხედრო დაზვერვა, იყო გაუქმებული ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, იყო გაუქმებული ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელი ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო ჰოსპიტალი. სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ რეალურად მოხდა მისი გაუქმება, იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა და იყო ჯარიდან, ისინი იყვნენ გაშვებული და ძირითადი ხალხი ვინც შემდგომ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა იყვნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც ჯართან საერთო არ ქონიათ არასდროს. იყო გაუქმებული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, იყო გაუქმებული სამხედრო აკადემია, შემდგომ აღდგენილი, გადატანილი გორში 8 თვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.