დიმიტრი ხუნდაძე: თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი, რომელიც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში თავად არის, აკეთებს განცხადებებს, რომ თუკი უკრაინამ წააგო, ე.ი. ევროპა ამით დამარცხდება და მათ საფრთხე ექმნებათ

დიმიტრი ხუნდაძე: თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი, რომელიც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში თავად არის, აკეთებს განცხადებებს, რომ თუკი უკრაინამ წააგო, ე.ი. ევროპა ამით დამარცხდება და მათ საფრთხე ექმნებათ

ეს არის „დიფ სთეითის“ რიტორიკა და ხედავთ, რომ სამშვიდობო პროცესსაც კი ეწინააღმდეგებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „დღეს რა შედეგს ელოდებიან ბალტიის ქვეყნები. ან თუნდაც გერმანიის გადაწყვეტილება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. გვარები არ არის დასახელებული, მაგრამ ვიცით, რომ მოტივად გამოყენებულია პროტესტის ჩახშობაში მონაწილე მაღალჩინოსნები. რა არის მიზანი ამ მკაცრი რიტორიკის. არის თუ არა ეს, როგორც ხშირად ვისმენთ ხოლმე მმართველი გუნდისგან ერთგვარი მაშველი რგოლი ოპონენტების მიმართ“.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პრაქტიკულად, ევროპის უდიდესი ნაწილი, „დიფ სთეითის“ მორჩილებაში თავად არის.

„ეს არის „დიფ სთეითის“ რიტორიკა და ხედავთ, რომ სამშვიდობო პროცესსაც კი ეწინააღმდეგებიან. ეს წინააღმდეგობა იყო მანამდეც, როდესაც იყო შუა ფაზა, ასე ვთქვათ, საომარი მოქმედებებისა. გახსოვთ ალბათ სტამბოლის შეთანხმება, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ღია განცხადებით გამოვიდა, რომ ახლა არ არის ომის დასრულების დრო. ასე ომის დასრულება ნიშნავს წაგებას. თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი, რომელიც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში თავად არის, აკეთებს განცხადებებს, რომ თუკი უკრაინამ წააგო, ე.ი. ევროპა ამით დამარცხდება და მათ საფრთხე ექმნებათ. მათაც მეხამრიდად გამოიყენეს უკრაინა, ისინი ხედავენ გამოსავალს იმაში, რომ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდეს რუსეთის სასარგებლოდ. პრაქტიკულად, ახლა პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმ აქტივობით აღარ არის. ჩაეხსნა საომარ პროცესს და უფრო მშვიდობის მიმართულებით მუშაობს და ევროპას ასეთი მშვიდობა არ აწყობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მშვიდობა დადგა ისეთი, რომ რუსეთის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილებები მიღებული, თავად ევროპას და ევროკავშირს დაუდგება საფრთხე მათი კავშირის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.