დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით, სხვა გზაც არ აქვთ, აგენტის ბედი ასეთია

დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით, სხვა გზაც არ აქვთ, აგენტის ბედი ასეთია

მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით. სხვა გზაც არ აქვთ. აგენტის ბედი ასეთია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „თქვენი ოპონენტების როლი რა იქნება სამომავლოდ. გასაგებია, რომ ისინი ცდილობენ რიგგარეშე არჩევნები ჩაატარონ, ბევრი მცდელობები აქვთ, მაგრამ როგორია მათი მომავალი საბოლოო ჯამში?“

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ისინი ელოდებიან რა რეკომენდაციები მოუვათ.

„მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით. სხვა გზაც არ აქვთ. აგენტის ბედი ასეთია. ისინი ელოდებიან რა რეკომენდაციები მოვა და რას დაავალებენ, მაგრამ დვალების გამცემებისთვისაც უკვე პრაქტიკულად ისინი აღარ წარმოადგენენ არაფერს. ეს არის მათი ბოლო მცდელობა და აბსოლუტურად უპერსპექტივო“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.