ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი და სწორედ ამიტომ იყო, გახსოვთ ბალტიისპირეთის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე, თბილისის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე როგორ აქეზებდნენ ახალგაზრდებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ბევრი ადამიანი ამას იზიარებდა და ნებით თუ უნებლიედ, თავადაც აღვივებდა ცეცხლს, მათ შორის კი იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ეგონათ, რომ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იდგნენ.
„ორი პარალელური პროცესი მიდიოდა - ერთი ის, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო ომში და მეორე: თუკი ამაზე საქართველოს ხელისუფლება უარს იტყოდა, შემოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი და ღიად გაკეთდა განცხადება უკრაინელების მხრიდან, რომ თუკი „ქართული ოცნება“ არ დაიწყებდა ომს, ამას გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილი. გახსოვთ, ელჩების არაერთი ვიზიტი, მიკითხვა [ციხეში] საუბარი, თითქოს მას აწამებდნენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო და ასე შემდეგ. არ არის შემთხვევითი ის, რომ ბალტიისპირეთი არის ყველაზე აქტიური „დიფ სთეითის“ მორჩილ ქვეყანათა შორის ყველაზე მორჩილი აღმოჩნდა ბალტიისპირეთი და ის არის უფრო აქტიური დამკვეთი საქართველოს მიმართ შეტევების. მაგრამ არც ეს არ არის მხოლოდ მიზეზი მათი აქტიურობისა. მათ კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის გეოგრაფიის გაფართოების შემთხვევაში, ორი შესაძლო განვითარება იყო - ერთი საქართველო და მეორე ბალტიისპირეთი და ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი და სწორედ ამიტომ იყო, გახსოვთ ბალტიისპირეთის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე, თბილისის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე როგორ აქეზებდნენ ახალგაზრდებს; საქართველო უყურებდნენ როგორც მეხამრიდს, თუკი აქ აინთებოდა ცეცხლი, მათ ეს საფრთხე ნაკლებად ელოდათ. სამწუხაროა, რომ ამ სატყუარას ზოგი განზრახ უკრავდა ტაშს და თავადაც აღვივებდა ცეცხლს, მაგრამ ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც თვლიდა რომ რუსთაველზე იცავდა ქვეყნის ღირსებას, საკუთარი ქვეყნის სახიფათოდ ისინი ტაშს უკრავდნენ იმათ, ვინც ცეცხლს აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში. მე რას მახსოვს აქციების ისტორია საქართველოში და თბილისის ცენტრალურ მოედანზე, ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ამ აქციებზე მათი მოთხოვნა რა არის - მორჩილება, ანუ დამოკიდებულებას ითხოვენ და ამაში ხედავენ ქვეყნის პერსპექტივას და ასეთ პერსპექტივა უკრაინაში ჩვენ ვნახეთ, რომელიც ძალიან მძიმედ განვითარდა“, - განაცხადა ხუნდაძემ.