ცნობილმა პოპ–მომღერალმა ლედი გაგამ გადაწყვიტა, რამდენიმე კოლეგას მიბაძოს და სუნამო გამოუშვას. თუმცა, შოუ–ბიზნესის სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მომღერალი ყვავილების ან ხეების სურნელის შექმნას არ აპირებს. ლედი გაგას სუნამოს სისხლის სუნი ექნება.
არომატს ფრანგული კომპანია Coty შექმნის, რომელიც მსოფლიოში სუნამოების უმსხვილესი მწარმოებელია. ახალი პროდუქციის სახელწოდება, სავარაუდოდ, Monster–ი იქნება – ეს დასახელება მომღერალმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაარეგისტრირა. “სისხლიანი“ სუნამო გაყიდვაში ყველაზე ადრე 2012 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.
გაგა პირველი პოპულარული მომღერალი არაა, რომელმაც ძალები პერფიუმერიაში მოსინჯა. მაგალითად, იგივე Coty–სთან ბეიონსე ნოულზი, ჯენიფერ ლოპესი, სელინ დიონი და სხვა ცნობილი ადამიანები თანამშრომლობენ. საკუთარი სუნამოები სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად გამოუშვეს ვიქტორია ბექჰემმა, კეტი პერიმ და სხვებმა.