ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ უცხოური მედიის ნაწილის ინტერესი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეში ობიექტური ჟურნალისტიკის ფარგლებს სცდება, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, იკვეთება, რომ საქმე გვაქვს არა თავისუფალ მედიასთან, არამედ მართული ადამიანების ნაწილთან, რომლებიც მიზნად ისახავენ საერთაშორისო დონეზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უარყოფითი ნარატივის გაძლიერებას.
"ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ უცხოური მედიის ნაწილის ინტერესი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეში ობიექტური ჟურნალისტიკის ფარგლებს სცდება.
“The Guardian“-ის ჟურნალისტი Daniel Boffey და ფრილანსერი Philip Shishkin წარმოაჩენენ თავს როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მაგრამ მათი ქმედებები — ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის მიმართ, მაგალითად მათ ბრალდებებზე პასუხების მისაღებად მისთვის დროის ხელოვნურად შეზღუდვა, დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელება და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლისაგან მიღებული პასუხების შინაარსის შეგნებული დამახინჯება — მეტყველებს ამ საქმეში არა სიმართლის ძიებაზე, არამედ კონკრეტული დაკვეთის არსებობაზე და “მიუკერძოებელი” ჟურნალისტების მიერ მის სავალდებულო შესრულებაზე.
ამ ფონზე იკვეთება, რომ საქმე გვაქვს არა თავისუფალ მედიასთან, არამედ მართული ადამიანების ნაწილთან რომლებიც მიზნად ისახავენ საერთაშორისო დონეზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უარყოფითი ნარატივის გაძლიერებას.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი პუბლიკაციები რომლებიც იწერება ობიექტური გამოცემებისთვის არაობიექტური ჟურნალისტების მიერ, არ ასახავს რეალურ ფაქტებს, არის ხელოვნურად შექმნილი, კონკრეტული ძალების ინტერესებს ემსახურება და ნამდვილ შინაარსს მალავს," - წერს თამთა მეგრელიშვილი.