ბერლინში 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა მუშაობა დაასრულა. ავტორიტეტულმა ჟიურიმ იტალიელი მსახიობისა და რეჟისორის იზაბელა როსერინის ხელმძღვანელობით გამარჯვებულები დაასახელა
ბერლინის სართაშორისო კინოფესტივალის მთავრი პრიზი "ოქროს დათვი" ირანელ რეჟისორს, ასგარ ფარხადს გადაეცა ფილმისთვის “ნადერი და ციმინი“. აღნიშნული ფილმის სამსახიობო ანსამბლს ორი “ვერცხლის დათვიც“ ერგოთ.
ჟიურის გრან-პრი უნგრელმა რეჟისორმა ბელა ტარამ მიიღო ფილმისთვის “ტურინის ცხენი“. სარეჟისორო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა გერმანელი რეჟისორი, უილრიხ კოლერი (ძილის ავადმყოფობა), საუკეთესო ოპერატორად მიჩნეული იქნა არგენტინელი ფოიცეხ სტარონუ (პრემია).
“ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისთვის ერგოთ ამერიკელ ჯოშუა მარსტონს და ალბანელ ანდამიონუ მურატადჟუს (სისხლის პატიება). კინოხელოვნებაში ახალი პერსპეტივებისასთვის ალფრედ ბაუერის სპეციალური პრიზი გერმანულ დრამას “ვინ თუ არა შენ“ (ანდრეს ფაიელი) გადაეცა.
როგორც მოსალოდნელი იყო კვლავ არ გამართლდა კრიტიკოსების პროგნოზები და “ბერლინალეს“ კულუარებში ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიჩნეული ამერიკელი რეჟისორის ჯეი სი ჩენდორის “მარგინალური ზარი“, რომელშიც მთავარ როლებს კენვინ სპეისი, ჯერონი აროსი და დემი მური ასრულდებდნენ პრიზის გარეშე დარჩა.
ასევე პრიზის გარეშე დარჩა ალექსანდრე მინდაძის “შაბათი“, რომელიც რეჟისორის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაწარმოებად იქნა მიჩნეული. უნდა აღინიშნოს, რომ აღიარებული მსახიობის რალფფ ფაინსის სადებიუტო ნამუშევარმა, რომელმაც შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოების (კაროილანი) გათანამედროვებული ვერსია შესთავზა მაყურებელს, ჟიურის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.