ჩეხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს და მათ ქმედებებზე პასუხი ვერ ექნება. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაა

ჩეხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს და მათ ქმედებებზე პასუხი ვერ ექნება. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაა

ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციაზე ჩეხეთის საელჩო პასუხისმგებლობას იცილებს. „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა, საელჩომ ქვეყნის მმართველობის მოდელი განმარტა.

საუბარია რეზოლუციაზე, რომლითაც პარლამენტის კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, რომ მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ე.წ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ითხოვენ სანქციებსაც.

„ჩეხეთის რესპუბლიკა არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც ძალაუფლება დაყოფილია საკანონმდებლო (ჩეხეთის პარლამენტი), აღმასრულებელ (ჩეხეთის მთავრობა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი) და სასამართლო შტოებად. საელჩო არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და არ არის უფლებამოსილი კომენტარი გააკეთოს ჩეხეთის პარლამენტის საქმიანობაზე, რომელიც შედგება ორი პალატისგან - ქვედა პალატა (დეპუტატების პალატა) და სენატი - ზედა პალატა. გთხოვთ მიმართოთ პირდაპირ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრესსამსახურს“, - განუცხადეს „ქრონიკას“ საელჩოში.

მარბიელი თუ საელჩო უფლებამოსილი არაა ტავისი ქვეყნის პარლამენტზე გააკეთოს კომენტარი, აქ ვინ მისცა უფლება გასცდეს თავის მანდატს და ჭკუა გვასწავლოს /თან სულელურად/
გადავიღოთ მაგალითი აშშ-სგან; 2 დღის წინ ს/აფრიკის ელჩმა აშშ-ში აფრიკაში გააკეთა აშშ ხელისუფლების საკრიტიკო განცხადება და ამერიკამ ის დაუყოვნებლივ გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად! ამერიკაში ჩამოსვლაც და განმარტების გაკეთებაც არ აცალა!
10 საათის უკან
Gami საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს ტონი ამ არამკითხე მოამბეების მიმართ.
9 საათის უკან
Gami საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს ტონი ამ არამკითხე მოამბეების მიმართ.
9 საათის უკან