ნინო წილოსანი: ძალიან უსიამოვნოდ მახსენდება მასთან შეხვედრა, მისი უპატივცემულო დამოკიდებულება მთლიანად საქართველოს, სახელმწიფოს მიმართ იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში როგორც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე ვხვდებოდით

ნინო წილოსანი: ძალიან უსიამოვნოდ მახსენდება მასთან შეხვედრა, მისი უპატივცემულო დამოკიდებულება მთლიანად საქართველოს, სახელმწიფოს მიმართ იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში როგორც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე ვხვდებოდით

საერთოდ არ მიკვირს ის მიზნობრიობა, რისთვისაც ახლა არის ჩამოსული და რა საქმიანობასაც ეწევა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ნინო წილოსანის თქმით, ძალიან უსიამოვნოდ ახსენდება მასთან შეხვედრა, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

„ეს უკავშირდებოდა იმ კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ და მიღების პროცესს. ეს იყო „უცხოური გავლენების შესახებ“ და მისი ძალიან უპატივცემულო დამოკიდებულება მთლიანად საქართველოს, სახელმწიფოს მიმართ იმიტომ, რომ ჩვენ იმ შემთხვევაში როგორც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე ვხდებოდით. ეს დამოკიდებულება არასდროს გამომდის გონებიდან“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მას ასევე უპასუხა კითხვას, რა გავლენა შესაძლოა მოახდინოს მისმა და მისი მსგავსი განწყობის მქონე ევროპელი პოლიტიკოსების ჩართულობამ ქართული ოპოზიციის დღის წესრიგში.

„ქართულმა საზოგადოებამ იმხელა გარე წნეხს გაუძლო და იმხელა გავლენა გადავიტანეთ ჩვენ თავზე, პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან დაწყებული დამთავრებული თითოეული მოქალაქით და ისეთი პატრიოტული გადაწყვეტილება მიიღეს არჩევნებზე, შემდგომში, თითოეულ მომენტში, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა ის სიბრძნე, რომლითაც საუკუნეების მანძილზე მოვდივართ და გამორჩეულები ვართ, რომ არ მგონია ახლა ერთი რომელიღაც ექს-საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა ან რაიმე ფორმით ამ პროცესებში ჩართულობა ან დაორგანიზება რაიმე ძალის მატარებელი იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია. ამავდროულად, გლობალიზაცია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესები დიდი ხანია გავიდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ და გარკვეული პოლიტიკური დინებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, იყო „გლობალური ომის პარტია“ და ა.შ. რომლითაც ერთ ძირითად პრინციპს აღვწერთ, რომ ეს არის რაღაც გავლენიანი ძალები, რომლებსაც ყველა ქვეყანაში თავისი წარმომადგენლები და აგენტურა ჰყავს და სწორედ ამ თავიანთი პოლიტიკური საცეცებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ და დააზიანონ დემოკრატიის მუშაობის პრინციპი. რა არის დემოკრატიის პრინციპი, რომ ხალხის არჩეული, ხალხის რჩეული ადამიანები მართავენ ქვეყანას. ამ შემთხვევაში ეს ზეგავლენა და ზეწოლა ისეთი ფორმით ხორციელდებოდა, რომ ხალხის ინტერესები კი არ დაეცვათ სახელმწიფოების წარმომადგენლებს, მეთაურებს, სახელმწიფო მოხელეებს, არამედ, დაეცვათ იმ გავლენიანი ჯგუფების ინტერესები, რომლებიც განსაკუთრებით გაშიშვლდნენ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ და ის პროცესები, რომელშიც საქართველო ცეცხლის და ბრძოლის მოედნად განიხილებოდა.

ზუსტად ამ გავლენების წარმომადგენელია ის ადამიანი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და არა მხოლოდ. ზოგი წვრილფეხა, ზოგი მსხვილფეხა და სხვადასხვა მასშტაბის თუ დანიშნულების აგენტებზე და ფარული გავლენის აგენტებზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. მიხარია, რომ ამ პროცესებს დავუდეთ დასასრული“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.