ოპოზიციას აქვს საერთო ღირებულებები და რჩებიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“. საჭიროა ამ ოპოზიციის სახლში გაშვება, სხვანაირად ჩვენ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს ვერ მივაღწევთ, ეს უნდა გაიგოს პირველ რიგში მათმა ამომრჩეველმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, თუ ადრე ოპოზიციის მართვის ცენტრი ვაშინგტონი იყო, ახლა ეს ლონდონისკენ ინაცვლებს.
„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვერც კი დამალეს იმდენად მკვეთრი იყო ეს გადასვლა - საერთო ლიდერიდან უცებ მეცხრე ხარისხოვან მარიონეტად იქცა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რიგით აქტივისტს გაუტოლეს. უფრო გარეთ შეიცვალა რაღაც, ვიდრე შიგნით, რადგან კარგად ჩანს რომ დავალებებს ასრულებდნენ და ცვლილებებიც კონკრეტულ ვიზიტებს უკავშირდება. ამ ცვლილებებს ვუკავშირებ ოპოზიციის ლიდერების ვიზიტს ლონდონში. რაღაც სიგნალი მიიღეს, რომლითაც ითქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის პერსპექტიული და მოდი, ჩამოვწეროთო. ეს არის გარე დავალებები. ცენტრიც შეიცვალა, ადრე თუ მეტწილად ვაშინგტონიდან იმართებოდნენ, ახლა ლონდონისკენ ინაცვლებს ცენტრი“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.