ზაალ მიქელაძე: როცა ადამიანები სხვადასხვა შეხვედრებზე მადლობას გვიხდიან მშვიდობისთვის, იქვე გვახსენებენ, რომ ქვეყანა მშვიდობის მიუხედავად ნარკოტიკების გამო კარგავს თაობებს

ზაალ მიქელაძე: როცა ადამიანები სხვადასხვა შეხვედრებზე მადლობას გვიხდიან მშვიდობისთვის, იქვე გვახსენებენ, რომ ქვეყანა მშვიდობის მიუხედავად ნარკოტიკების გამო კარგავს თაობებს

„ანტინარკოტიკული რეფორმა ნამდვილად დროული და სწორი ინიციატივაა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ. 

მისი თქმით, მშვიდობის მიუხედავად ქვეყანა კარგავს თაობებს, რაზეც სხვადასხვა შეხვედრებზე მოსახლეობაც მიუთითებთ. 

„მსურს აღვნიშნო, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა ნამდვილად დროული და სწორი ინიციატივაა. ექიმები ალბათ სხვებზე მეტად ვხედავთ, რომ ეს არ არის, მხოლოდ კონკრეტულად ამ პაციენტების ტანჯვა. ეს არის ოჯახის და გარემოს პრობლემა. როცა ადამიანები სხვადასხვა შეხვედრებზე მადლობას გვიხდიდნენ მშვიდობისთვის, იქვე გვახსენებენ, რომ ქვეყანა მშვიდობის მიუხედავად კარგავს თაობებს ამ დიდი სენის გამო. 

კარგია, რომ დავიწყეთ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე ფიქრი. ეს არის მულტისექტორული პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც დარწმუნებული ვარ, რომ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებიც ჩაერთვებიან. ამ რეფორმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მომხმარებლების მკურნალობა და რეაბილიტაცია,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. 

დეპუტატი დაინტერესდა  კანონპროექტში არსებული სხვადასხვა აკრძალვები თუ შეეხებათ იმ პირთა წრეს, რომლებიც სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას ექიმის დანიშნულებით იღებენ. 
      
„ვიცით, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ექიმთან შეთანხმებით იღებს ნარკოტიკის გარკვეულ სახეობას, მაგალითად მეტადონს და როდესაც კანონპროექტში საუბარია სხვადასხვა უფლებების ჩამორთმევაზე, მაგალითად იარაღის ტარების, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სხვა მაინტერესებს თუ შეეხება ეს ნაწილი ე.წ. მეტადონის მომხმარებლებს?“ - განაცხადა მიქელაძემ.

დეპუტატის კითხვას საკითხის მომხსენებელმა, არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ აკრძალვები ეხება, მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მომხმარებლებს და რასაკვირველია არა იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას ექიმის დანიშნულებით იღებენ.