თენგიზ შარმანაშვილი „ენჯოებზე“: არავითარ საექსპერტო დასკვნებს ისინი არ წერდნენ, არავის ეხმარებოდნენ, პირიქით, ცდილობდნენ გადაწყვეტილების მიღებას წინ აღსდგომოდნენ და ხელი შეეშალათ

თენგიზ შარმანაშვილი „ენჯოებზე“: არავითარ საექსპერტო დასკვნებს ისინი არ წერდნენ, არავის ეხმარებოდნენ, პირიქით, ცდილობდნენ გადაწყვეტილების მიღებას წინ აღსდგომოდნენ და ხელი შეეშალათ

არავითარ საექსპერტო დასკვნებს ისინი არ წერდნენ, არავის ეხმარებოდნენ, პირიქით, ცდილობდნენ გადაწყვეტილების მიღებას წინ აღსდგომოდნენ და ხელი შეეშალათ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა გარკვეულწილად თავს მოხვეული იყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სავალდებულოდ მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც არაფრით შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელებაც კი მეტყველებს იმაზე, რომ სახელისუფლებო ფუნქციები არ უნდა გასწიოს. ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ დესტრუქციულ როლს ასრულებდნენ. არავითარ საექსპერტო დასკვნებს ისინი არ წერდნენ, არავის ეხმარებოდნენ, პირიქით, ცდილობდნენ გადაწყვეტილების მიღებას წინ აღსდგომოდნენ და ხელი შეეშალათ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს, რომლებიც მედია რეგულაციებს შეეხება.

მარბიელი რას ბოდიშობთ, მოაშორეთ ეს გველის წიწილები ხელისუფლებისა და გადაწყვეტილების მიღების სათავეებს
10 საათის უკან