სოზარ სუბარი: „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში - ომში

სოზარ სუბარი: „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დავთანხმდით, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში - ომში

„დიფ სთეითმა“  რუმინეთის სასამართლოში იმ ადამიანების შეყვანა მოახერხა, რომლებიც მის მიერ იყვნენ მართულები. იმავეს გაკეთება საქართველოში იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით, რათა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობა დაგვეცვა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება „დიფ სთეითს“ „ვეთინგზე“ რომ არ დათანხმდა, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს მათ სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქვეყანა ქაოსში ჩაძირული იქნებოდა და ცუდ შემთხვევაში - ომში. 

„ვეთინგის“ მოთხოვნამდე ძალიან ადრე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, როცა გავიმარჯვეთ, მთავარი, კატეგორიული მოთხოვნა, რასაც გვიყენებდნენ, იყო ის, რომ სასამართლო სისტემიდან არცერთი მოსამართლე არ უნდა გაგვეთავისუფლებინა. ეს იმიტომ, რომ განცდა ჰქონდათ, რადგან ეს მოსამართლეები ძველი რეჟიმის მიერ იყვნენ დანიშნულები, ისინი ამ საერთაშორისო ძალების თამაშის ნაწილი გახდებოდნენ. როცა ნახეს, რომ გარედან სასამართლოს ვეღარ აკონტროლებდნენ, საპირისპირო მოთხოვნები წამოვიდა. დაიწყო ზუსტად იმ მოსამართლეების „გაშავება“, რომელთა სისტემაში დატოვებასაც მანამდე კატეგორიულად ითხოვდნენ. როცა ამ „გაშავებით“ ვერაფერს მიაღწიეს, შემდეგ უკვე „ვეთინგის“ მოთხოვნა დაიწყეს. ამაზე არ დავთანხმდით და სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს, რომ სასამართლოს ხელით არჩევნების შედეგები გაეუქმებინათ, თორემ, დღეს, კარგ შემთხვევაში, ქაოსში ჩაძირულები ვიქნებოდით და ცუდ შემთხვევაში - ომში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მარბიელი არ ვიცი მეცოცხეები ამ საიტზე შემოდიამ თუ არა, მაგრამ შეკითხვებს მაინც დავსვამ:
1. თუ ქოცებმა არჩევნებზე 300 ათასი ხმა მოიპარეს, რატომ 20 ათასიც არ დაიმატეს, რომ 90 დეპუტატი ჰყოლოდათ და ურგანული კანონები მიეღოთ ... საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები დაენიშნათ ...
2. რატომ აქვს "იმედს" ორჯერ მეტი რეიტინგი, ვიდრე "პირველს, ფორმულას და მთავარს" ერთად აღებულს?
3. ევროკავშირმა რომ გითხრათ ხელისუფლებაში მოგიყვანთ, სანაცვლოდ კი აფხაზეთში ჯარით შედით და პ/ეთერში თქვენმა წევრებმა ერთმანეთს ტრაკი მისცენო, პროცენტულად რამდენი იქნებით ამაზე თანახმა 50%, 70% თუ მეტი?
7 საათის უკან