სასოწარკვეთა და ოპოზიციის „დიდი ერთობის“ კომპლექსი

სასოწარკვეთა და ოპოზიციის „დიდი ერთობის“ კომპლექსი

ოპოზიცია კვლავ დიდ ერთიანობაზე ალაპარაკდა - ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ქართულ ოცნებას ერთიანი ფრონტით უნდა შეუტიოს, რათა უპირატესობა მოიპოვოს. თუმცა, ამის ფონზე, ურთიერთბრალდებებიც ისმის, რომ კონკრეტული პარტიები ოპოზიციურ ერთიანობას ხელს უშლიან და გარკვეულწილად, ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს. ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია ერთიანობაზე დიდი ხანია საუბრობს, მაგრამ რაიმე, შემხვედრი ნაბიჯები ამას არ მოჰყოლია და არც ახლა არის რაიმე ცვლილება მოსალოდნელი, ამ კუთხით.

სტრატეგია აღმაშენებლისლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავადდიდი ერთიანობიმომხრეა, თუმცა აქვე დასძინა, რომ გიორგი გახარიას პარტიას, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას ეწინააღმდეგება, „ნაციონალური მოძრაობისკომპლექსი აქვს და ეს კომპლექსი უშლის ხელს ოპოზიციის დიდ ერთობას.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გარშემო ოპოზიციის კოორდინაციას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს შესაძლებლობა აქვს, გამაერთიანებლის როლის შეასრულოს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, დასავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ თუკი ოპოზიცია გაერთიანდება, ქართული ოცნების შესუსტების შანსები მეტი იქნება.

ოპოზიცია ერთიანობაზე ლაპარაკობს უკვე დიდი ხანია. როგორც ჩანს, ეს თემა ისევ გახდა აქტუალური იმის ფონზე, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ხელისუფლების პოზიციების სერიოზულად შერყევა, მიუხედავად უწყვეტი, საპროტესტო აქციებისა. ამასთან, ამ თემის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს დასავლეთიდან წამოსული დირექტივა, რომელიც გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, უკვე პრეზიდენტობიდან მისი წასვლის შემდეგ - დასავლეთში არის ასეთი იდეა, რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოვიდეს ხელისუფლების წინააღმდეგ. ალბათ, მიაჩნიათ, რომ ასეთი მეთოდით მოქმედება უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე ის, რომ ოპოზიციური პარტიები თითქოსდა კოორდინაციის რეჟიმში იმყოფებიან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კოორდინაცია მაინც არ არის ისეთი, რომელიც მათ ქმედებას ეფეტს შესძენდა, - განგვიცხადა მან.

რაც შეეხება გიორგი გახარიას ფაქტორს, როგორც ანჯაფარიძემ For.ge-სთან კომენტარში აღნიშნა, ის ცდილობს ოპოზიციურ ფლანგზე, პოლიტიკური ავტონომია შეინარჩუნოს და ამით ამომრჩეველთა გული მოიგოს.

მოსაზრება თითქოს გახარია ოპოზიციის ერთიანობის ხელისშემშლელია, ვფიქრობ, მისი პარტია გახდა საკუთარი პოზიციის მძევალი, რომელიც აცხადებს, რომ მათ არ უნდათ არც ნაცები და არც ქოცები. ამ კუთხით, ნაცმოძრაობასთან რაღაც ფორმით გაერთიანება, პრობლემას წარმოადგენს. მათ სურთ, პოლიტიკური ავტონომია შეინარჩუნონ და არ აითქვიფონ ამ ერთიან ოპოზიციურ აჯაფსანდალში და ამით ელექტორატიც დაიჭირონ, რადგან მათი მხარდამჭერების ნაწილს შესაძლოა არ მოეწონოს მათი დაახლოება იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც წარმოადგენენ ნაცმოძრაობას და მის დანაყოფებს. პირადად ჩემთვის, მათი ეს განცხადებები არ არის დამაჯერებელი, რადგან კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მათ უმრავლესობა ნაცმოძრაობის ფრაქციასთან ერთად ჩამოაყალიბეს, - თქვა ანალიტიკოსმა.

მისივე შეფასებით, დასავლეთი ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს ახვევს თავს და ისიც იძულებულია, ყოფილი პრეზიდენტის როლი აღიაროს ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაში.

თითქოსდა უნდათ, რომ სალომე ზურაბიშვილი წამოსწიონ ლიდერის როლზე, მაგრამ ის ვერ არის ამ როლის შემსრულებელი, რადგან თავად სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ გუნდური მოთამაშე - შესაბამისად, მისი ხასიათიდან და პოზიციებიდან გამომდინარე, მასთან რთულია მუშაობა და ეს არაერთხელ დადასტურდა - ის ვერ გამოდგა ოპოზიციის გამაერთიანებელი. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის ფიგურას დასავლეთი დანარჩენ ოპოზიციას თავზე ახვევს და ისინიც იძულებულნი არიან მისი როლი აღიარონ, თუნდაც ვერბალურ დონეზე, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - საქართველო ჩართოს უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომში:

ოპოზიციაში რა გაერთიანებაც არ უნდა მოხდეს, ეს მაინც იქნება ნულის ტოლი. რაც შეეხება გახარიას, არანაირი რეიტინგი მას ქვეყანაში არ აქვს - გახარიაც ისეთივე დიფ სთეითის ერთგული და მისი დავალებების შემსრულებელია, როგორც ყველა დანარჩენი. ეს ადამიანები [ოპოზიციის წარმომადგენლები] ასრულებენ უცხო ძალების დავალებებს - მესამე წელია ფიქრობენ, საკუთარი ბედნიერების სანაცვლოდ, საქართველო რამენაირად ჩართონ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში და ამას აკეთებენ დავალებით, რომელსაც აძლევენ მათი პატრონები ოკეანის გაღმა. ამიტომაც, ოპოზიცია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან ინტერვიუში.