NATO-ს, ETO-ს, EDO-ს, EU-ს თუ გოდოს მოლოდინში?

NATO-ს, ETO-ს, EDO-ს, EU-ს თუ გოდოს მოლოდინში?

თბილისში ისევ მიტინგებია. არ ცხრება ვნებათაღელვა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ისევ შეხვდნენ ახალგაზრდა სტუდენტები ლევანი და ნინო. აქციამ, როგორც ყოველთვის, არც თუ ისე ბევრი ხალხი მიიზიდა, მაგრამ ჰაერი არა მხოლოდ ლოზუნგებით გადადექით, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ა.შ. არამედ ნატოს ბედის შესახებ საგანგაშო ჭორებით იყო გაჟღენთილი.

„გაიგე რა თქვა გენერალმა თავრიდისმა? - დაიწყო ლევანმა და გადახედა ხალხს. - ამბობს, რომ შესაძლოა NATO-ს ბოლო დღეებს ვაკვირდებოდეთო. საშინელებაა!

ნინომ შუბლი შეჭმუხნა. „დიახ, ახლა ისინი საუბრობენ ახალი ორგანიზაციის - ETO-ს, ევროპის ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნაზე. თითქოს ახლა ჩვენ კიდევ ახალი გაურკვევლობა გვჭირდებოდა“.

ლევანმა ამოიოხრა. „ისინი ასევე საუბრობენ EDO -ზე ევროპის თავდაცვის ორგანიზაცია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის? სახელები კი იცვლება, მაგრამ ჩვენ თავს იქნება შეიცვლება?“.

და ეს ყველაფერი ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფონზე, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასე ჟღერს ჩანაწერი, რომელიც ჩვემთვის უკვე ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება. შენ რას ფიქრობ?“ - შეეკითხა ნინო.

ლევანს სახე მოენგრა და გაბრაზებული ხმით წარმოთქვა. „ალბათ დაგვჭირდება ამ მუხლის მთლიანი გადაწერა, ან ჩასწორება. თუ NATO იშლება, იქნებ უნდა დავამატოთ პუნქტი, რომ „ყველა ზომა მივიღოთ ETO-ში ან EDO-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“?

„დიახ, უბრალოდ გადავწეროთ და დაველოდოთ: „დაველოდეთ გოდოს, ანუ სანამ დასავლეთში ინტეგრაციის ოცნება არ აგვიხდება“, - მწარედ გაიხუმრა ნინომ. „თითქოს ყოველ ჯერზე ახალ ველოსიპედს ვიგონებთ, როცა ჰორიზონტზე ახალი აკრონიმები გამოჩნდება ხოლმე“.

გახსოვს, რამდენჯერ ვიდექით ხალხთან ერთად და ვუსმენდით პოლიტიკოსების თავდაჯერებულ გამოსვლებს, რომლნიც გვპირდებოდნენ, რომ დასავლური ორგანიზაციების კარი გაიხსნებოდა? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა ნინომ.

ახლა, როდესაც თავად NATO კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მათი იმედები შიშმა დაჩრდილა. „თითქოს ჩვენ ვთამაშობთ გაუთავებელ თამაშს, სადაც წესები მუდმივად იცვლება“, - აღნიშნა ნინომ.

და სადაც ყოველ ჯერზე ახალი თავი იხსნება, მაგრამ სიუჟეტი იგივე რჩება, - დაამატა გაბრაზებულმა ლევანმა.

მას გაახსენდა, ბავშვობაში როგორ ოცნებობდა, რომ საქართველო ყოფილიყო რაღაც უფრო დიდი, მაგიური სამეფოს მსგავსი, სადაც ყველა პრობლემა გაქრებოდა. რუსეთის ძალადობრივ სამეფოს მოშორდებოდა საქართველო და შვებით ამოისუნთქავდა ხალხი. მაგრამ ახლა ეს მხოლოდ ილუზიად ჩანდა, ისევე შორს, როგორც ვარსკვლავები ღამით ცაზე.

ნინომ დაჟინებით შეხედა ლევანს. „მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ჩვენ რა, არ უნდა გავაგრძელოთ აქციებზე სიარული? მაშინაც კი, თუ ეს მოლოდინი აბსურდულად გამოიყურება, ჩვენ მაინ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“!

ლევანმა ამოიხვნეშა. „ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ზოგჯერ მას მხოლოდ იმედგაცრუებამდე მივყავართ. ჩვენ შეგვიძლია სამუდამოდ ველოდოთ და ვერასდროს დავინახოთ რაიმე ცვლილება.

ამ დროს მათ მოხუცი ქალი მიუახლოვდა მზესუმზირით სავსე კალათით. მან შენიშნა მათი დეპრესიული სახეები. „რატომ ხართ ასე მოწყენილი ახალგაზრდებო? მზესუმზირა ცხელია, ცხოვრება მშვენიერია!

- ველოდებით... - დაიწყო ლევანმა, მაგრამ ქალმა შეაწყვეტინა.

შეგიძლიათ დიდხანს ელოდოთ, მაგრამ ცხოვრება არავის ეგებება წინ. თავად უნდა გადადგათ ნაბიჯი. ახლა კი, ეს ცხელი მზესუმზირა იყიდეთ შილებო, მადლი ჰქენით. ლევანმა ერთი ლარის მზესუმზირა შეიძინა. მუხუცის სიტყვებმა ლევანი და ნინო დააფიქრა და შეაწუხა კიდეც. შესაძლოა, ისინი ერთმანეთის მსგავსად ფიქრობდნენ, რომ ამ ფუჭ მოლოდინში, ცხოვრებამ მათ გვერდით ჩაუარა. იქნებ დრო არის, რომ შეწყვიტოთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და თავად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და თავდაცვისუნარიანობა? - თავისთვის ფიქრობდა ლევანი.

ჩვენ შეიძლება ვერ გავხდეთ ნატოს წევრები, - აღმოხდა ლევანს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ბრძოლა და წინსვალა ცვლილებებისთვის. ETO თუ EDO-ც ვერ გვიშველის, ყველაფერს ეკარგება მნიშვნელობა, თუ ჩვენ არ გავხდებით ჩვენი ბედის შემოქმედნი.

ნინომ თავი დაუქნია. „მოდი, ჩვენი წილი საქმე გავაკეთოდ. დავიწყოთ იმით, რისი შეცვლა შეგვიძლია და მერე ვნახოთ. ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩვენს თავში განვახორციელოთ ცვლილება“.

მათ დაიწყეს ხალხის მასისაგან გასვლა, მაგრამ უცებ წამიერად გაჩერდნენ, თითქოს რაღაც სიახლე გამოჩნდა. მათი მზერა არსაით იყო მიმართული.

- მართლა მივდივართ? – იკითხა ლევანმა.

- დიახ, - უპასუხა ნინომ, მაგრამ მის ხმაში მერყეობა შეიმჩნეოდა. - მაგრამ... იქნებ ცოტა მოვიცადოთ?

- მოვიცადოთ? - გაიმეორა ლევანმა კვნესით, - იქნება რაიმე შეიცვალოს?

- იქნებ რაიმე გამოაცხადონ? - იმედით შეხედა ნინომ.

- კი, უსათუოდ რაღაც ახალს იტყვიან, - მხრები აიჩეჩა ლევანმა. შეეცადა, რომ მის სიტყვებს ნდობა გამოეწვია.

- კი, მაგრამ იქნებ არც არაფერი ხდება და ჯობდეს საბოლოოდ წავიდეთ აქიდან, - თქვა დაფიქრებულმა ნინომ.

ორივე გაიყინა, ერთმანეთს უყურებდნენ, თითქოს ხვდებოდნენ თავიანთი მდგომარეობის აბსურდულობას. მათ ირგვლივ მიტინგის გუგუნი გაგრძელდა, მაგრამ მათ გონებაში სიჩუმე იდგა.

- მაშ, ველოდებით? – იკითხა ლევანმა, გადაუწყვეტელად.

- მოვიცადოთ თუ წავიდეთ? -უმისამართოდ იკითხა ნინომ.

ახლა, ამ მომენტში, ისინი ისევ დაუბრუნდენენ ძველ მდგომარეობას და დარჩნენ გაურკვევლობაში, როგორც ბეკეტის გმირები, ჩარჩენილნი ცრუ იმედებსა და არსებულ (დაფარულ) სინამდვილეს შორის.

ისინი ჩუმად იყურებოდნენ ხალხით სავსე სიცარიელეში და ელოდნენ თავიანთი გოდოს საბოლოოდ გამოჩენას.

მოხუცი ქალბატონი კი, სხვა ახალგაზრდებს სთავაზობდა მზესუმზირას.

მზესუმზირა ცხელია, ცხოვრება მშვენიერია.

 

trampi ნაცებო .................... გრძელზე გრძელი მაპი ხომ მოგცეს??--- მეტი რა ღა გინდათ
ხოოდა ეგ გრძელი იკმარეთ
2 საათის უკან