კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო თვისებები

კომში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს: საქაროზას, ფრუქტოზას, მდიდარია B1, B2, PP, C და E ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და კობალტით.

კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები აწუხებთ.

ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს, 2 სადილის კოვზ კომშის  გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე.

ასთმის დროს, 1 სადილის კოვზ კომშის კურკებს (თავისი ბუდიანად) დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღეში სამჯერ, 2 სადილის კოვზი, ჭამის წინ.

თუ ხველამ შეგაწუხათ, 1 სადილის კოვზ კომშის კურკებს დაასხით 100 გრამი ადუღებული წყალი, ნელ ცეცხლზე შემოდგით და ათი წუთი ადუღეთ. შემდეგ, გააგრილეთ და სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 20 წუთით ადრე.

თუ ნაბახუსევზე თავი გისკდებათ და ღებინების შეგრძნებაც გაქვთ, ჭამის წინ ერთი ჭიქა კომშის ნატურალური წვენი დალიეთ.