„ქართული ოცნების“ ახალი „საგზაო რუკა“ ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად - რას სთავაზობს თბილისი ვაშინგტონს?!

„ქართული ოცნების“ ახალი „საგზაო რუკა“ ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად - რას სთავაზობს თბილისი ვაშინგტონს?!

ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ სურთ არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო მეტიც, უნდათ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან გაანახლონ სტრატეგიული პარტნიორობა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ურთიერთობების გადატვირთვის საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ აშშ- ახალ ადმინისტრაციას ამ ეტაპზე საქართველოსთვის არ სცალია, რადგან სხვა, უფრო პრიორიტეტული საკითხებით არის დაკავებული, როგორიც არის მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომი.

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება კობახიძემ და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ფიქრობს, რომ გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით.

ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, არის შიდა საქმეები მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ- შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებულიდიფ სთეითის დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპიდიფ სთეითის დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ- შორის, - განაცხადა პრემიერმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან კომენტირებისას ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ- ახალ პრეზიდენტსა და მის გუნდს ახალ საგზაო რუკას სთავაზობს, თუმცა, აქვე დასძენს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რას სთავაზობს ქართული ოცნება ამერიკას ურთიერთობების დასარეგულირებლად.

ირაკლი კობახიძემ თავის განცხადებაში ისიც განაცხადა, რომ გვესმის ამერიკის შეერთებული შტატები ჯერჯერობით საქართველოსთვის ვერ იცლის, რადგან უფრო პრიორიტეტული მიმართულებები აქვს: უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და .. კობახიძემ ის რეალობა დააფიქსირა, რაც დღეს არის და, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას აქვს დახურული კომუნიკაცია აშშ- ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მათ ეს ინფორმაცია მიიღეს, რომ ჯერჯერობით თქვენთვის არ გვცალია და მოითმინეთ. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ახალი საგზაო რუკა შესთავაზოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობების გადასატვირთად და სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად, ეს განცხადება გასაგებია, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა წერია ამ საგზაო რუკაში, კონკრეტულად რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება.

ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას, ხშირ შემთხვევაში, ახასიათებს წმინდა ბიზნეს მიდგომები სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში. ამიტომ, საქართველომაც უნდა იფიქროს იმაზე, რა საგზაო რუკას შესთავაზებს ამერიკას, რა შიეძლება იყოს ისეთი, რაც მისაღები იქნება ვაშინგტონისთვის, კონკრეტულად დონალდ ტრამპის გუნდისთვის, - განგვიცხადა ანჯაფარიძემ.

ისმის კითხვა, კონკრეტულად რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ამერიკას?

ანალიტიკოსის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს თუნდაც ფოთის პორტი, რომლითაც შესაძლოა ამერიკული მხარე და ამერიკული კომპანიები დაინტერესებულნი იყვნენ:

ჩვენ სასარგებლო წიაღისეული არ გაგვაჩნია, მაგრამ შესაძლოა იყოს ისეთი სფეროები, რომლის მიმართაც აშშ-მა შეიძლება ინტერესი გამოიჩინოს, თუნდაც ფოთის პორტი - იყო საუბრები იმაზე, რომ ანაკლიის პორტის მსგავსად, ფოთის პორტიც გამხდარიყო ღრმაწყლოვანი და გაფართოებულიყო მისი შესაძლებლობები. როგორც მახსოვს, ამერიკულ კომპანიებთანაც იყო მოლაპარაკებები, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი გაჩერდა - ეს ერთ-ერთი შესაძლო მიმართულება იქნება, თუ საქართველო ამერიკულ კომპანიებს და ამერიკულ კაპიტალს მოიწვევს ფოთის პორტის გასაფართოებლად. არის კიდევ სხვადასხვა სფეროები, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს ამერიკელებისთვის ინტერესს. ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს და გაარკვიოს შესაბამის ამერიკულ წრეებთან, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბრისას.