დავით მათიკაშვილი გახარიას პარტიაზე: ისინი არ სარგებლობენ იმ მანდატით, რომელიც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, თუმცა აქვთ ძალიან დიდი სურვილი, რომ მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება

დავით მათიკაშვილი გახარიას პარტიაზე: ისინი არ სარგებლობენ იმ მანდატით, რომელიც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, თუმცა აქვთ ძალიან დიდი სურვილი, რომ მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება

რეალურად ამას წურბელა ჰქვია, - ისინი არ სარგებლობენ იმ მანდატით, რომელიც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, თუმცა აქვთ ძალიან დიდი სურვილი, რომ მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას. მან განმარტა, რა შემთხვევაში შეუწყდება აღნიშნულ პარტიას საბიუჯეტოდაფინანსება.

„ამიტომაც შემდგომი ეტაპი საპარლამენტო მათი საქმიანობის იქნება ასეთი: გახარიას პარტიის ამ კონკრეტულ წარმომადგენლებს შეუწყდებათ უფლებამოსილება, რადგანაც სესხის ნახევარს აცდენენ. რადგანაც ისინი აცდენენ, კანონის თანახმად, უფლებამონაცვლეობის საკითხი დგება და რადგანაც გახარია ისე არ მოიქცა, როგორ სხვა დანარჩენი რადიკალები და ბოლომდე არ ჩახსნა სია, სიაში წარმოდგენილ შემდგომ წევრებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ ეს მანდატი. ამიტომაც საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი შეწყდება იმ შემთხვევაში, თუკი მთლიანად ყველა წევრი თავის უფლებამოსილებაზე უარს იტყვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გახარიას პარტიამ მიმდინარე წელს ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ორასი ათას ლარზე მეტი მიიღო. ეს მაშინ, როცა გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაზე უარს აცხადებენ.