პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ფულის ყოველთვიურად შეგროვების მოწოდებით გამოდის

პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ფულის ყოველთვიურად შეგროვების მოწოდებით გამოდის

პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელი ფულის ყოველთვიურად შეგროვების მოწოდებით გამოდის. ეს ის პლატფორმაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიქმნა. საკითხზე „ქრონიკა“ გიორგი ჩუგოშვილს ესაუბრა.

„მიგვაჩნია, რომ დემოკრატია არის ნებისმიერი მოქალაქის, მცირე, საშუალო, თუ დიდი ბიზნესის საზრუნავი. ამ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს ჯარიმები გადაიხადოს. ჩემთვის პირადად, სასურველია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ყველა, ვინც იმუშავებს დემოკრატიის გაუმჯობესებაზე, შეუძლია, რომ მოგვმართოს და მის პროექტს, ფონდს, თუ ორგანიზაციას ჩვენ განვათავსებთ. ხალხი თვითონ გადაწყვეტს მერე, ვის უნდა რომ დაეხმაროს, რამდენით უნდა რომ დაეხმაროს. თუ არ მოგწონს, რომ გარედან ფინანსდებოდეს რაღაცა პროექტები ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიმართ, მაშინ ხალხმა თვითონ უნდა აიღოს თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე - ხომ არ გადახედეთ პლატფორმასთან დაკავშირებით მიდგომებს? ბიზნესებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთთან, ისევ არიან თქვენ პლატფორმაზე? - ასე უპასუხა:

„არაფრისთვის არ გადაგვიხედავს. იქ არ წერია სად ვაჭრობ, რატომ ვაჭრობ, როგორ ვაჭრობ“.

დოი მათხოვრებო,ვის რას უმტკიცებს ამით?! ჩუგოთ,სამშობლოს დაუბრუნდით....
5 თვის უკან