ტრამპი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოიყვანოს შეერთებული შტატები ამ აბსოლუტურად უპერსპექტივო ომიდან, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში პოლიტოლოგმა დავით ზარდიაშვილმა.
„უკრაინა იწირება. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. უკიდურესად უსამართლო. რა საკვირველია, ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ, რადგან რუსეთი აქ აშკარა აგრესორია. ომის გაგრძელებას არავითარი რაციონალური აზრი აღარ აქვს.
მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და დამძიმდება სწორედ შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის არის მთავარი პასუხისმგებელი ამ ომის წარმოებაზე. ტრამპი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოიყვანოს შეერთებული შტატები ამ აბსოლუტურად უპერსპექტივო ომიდან“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.