აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამბობენ - „რატომ ელაპარაკებით რუსეთს?“ - როგორ დავასრულოთ ომი, თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამბობენ - „რატომ ელაპარაკებით რუსეთს?“ - როგორ დავასრულოთ ომი, თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასასრულებლად და განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება.

ჯეი დი ვენსის თქმით, ტრამპი გამოცდილი მომლაპარაკებელია და სწორად იქცევა, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

„ამბობენ: რატომ ელაპარაკებით რუსეთს? როგორ დავასრულოთ ომი, თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით? თქვენ უნდა ესაუბროთ ყველას, ვინც ომობს, თუ ნამდვილად გსურთ კონფლიქტის დასრულება. მე ვიცი, რომ პრეზიდენტს ეს სურს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ტრამპი არ ცდილობს მხოლოდ დროებით შეაჩეროს კონფლიქტი, არამედ სურს ევროპაში „გრძელვადიანი მშვიდობა“ დაამყაროს.

„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია. მშვიდობა რუსეთის, უკრაინის, ევროპის და, რაც მთავარია, ამერიკელი ხალხის ინტერესებშია. ის ბოლომდე იბრძოლებს ამისთვის. და მე ნამდვილად მჯერა, რომ პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ევროპაში მშვიდობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს“, - დასძინა მან.