ილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას

სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა.

„უკრაინელ ხალხს ზელენსკი მართლაც რომ ყვარებოდა, ის არჩევნებს გამართავდა. მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას, ამიტომ მან არჩევნები გააუქმა. სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. მე ზელენსკის ვიწვევ, რომ ჩაატაროს არჩევნები და ეს უარყოს. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა მას ყურადღებას არ აქცევს და მშვიდობას ეძებს“, - აღნიშნა ილონ მასკმა.