გურამ ნიკოლაშვილი: ამერიკის დამოკიდებულება არის, რომ თქვენ გქონდათ სამი წელი, ვერაფერი მოაგვარეთ, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ, მე მოვაგვარებო

გურამ ნიკოლაშვილი: ამერიკის დამოკიდებულება არის, რომ თქვენ გქონდათ სამი წელი, ვერაფერი მოაგვარეთ, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ, მე მოვაგვარებო

ამერიკის დამოკიდებულება არის, რომ თქვენ გქონდათ სამი წელი, ვერაფერი მოაგვარეთ, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ, მე მოვაგვარებო. ის ცდილობს რუსეთთან გამონახოს შეხების წერტილები, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა წილი აქვს ტრამპსა და ზელენსკის შორის შეთანხმების - უკრაინის მიერ ამერიკისთვის იშვიათ ლითონებთან დაკავშირებით ჩაშლას იმ პროცესებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ვაშინგტონსა და კიევს შორის.

„ზელენსკი არის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და მათ შორის, დღეს უკვე უფრო და უფრო ხმამაღლა მისი ლეგიტიმაციის საკითხსაც აყენებენ, რომ მას გაუვიდა თავისი პრეზიდენტობის ვადა, ამ ფონზე მას გაუჭირდებოდა ამგვარ [იშვიათ ლითონებთან დაკავშირებით ხელომწერაზე] დათმობებზე წასვლა. იმ წუთშივე გაჩნდებოდა კითხვა, რომ კაბალურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, მაშინ რისთვის ომობენ საერთოდო?!

ამიტომ მას ცხადია, რომ ეს გაუჭირდებოდა [ზელენსკის] და ამან ბუნებრივია გამოიწვია შემდეგ ის [ტრამპის] რეაქცია. ამერიკის დამოკიდებულება არის, რომ თქვენ გქონდათ სამი წელი, ვერაფერი მოაგვარეთ, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ, მე მოვაგვარებო. ის ცდილობს რუსეთთან გამონახოს შეხების წერტილები, რომლითაც ძალიან სწრაფად დაამთავრებს კონფლიქტს. ეს არის ტრამპის მიდგომა. თუ რაიმე ამას ხელს უშლის, არ ეტყობა, რომ ამას შეეგუება. სამწუხაროდ ვხედავთ სურათს, რომ უკრაინის ბედი უკრაინის მონაწილეობის გარეშე წყდება, რადგან ეს კონფლიქტი შევიდა აბსოლუტურად ჩიხში და ნათელი გახდა ბოლო პერიოდში, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს, უკრაინის გამარჯვება ვერ დაერქმევა“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.