გურამ ნიკოლაშვილი: ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, სავარაუდოდ ჩვენ დავბრუნდებით მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც ეს გავლენის სფეროები მეტ-ნაკლებად იქნება გადანაწილებული

გურამ ნიკოლაშვილი: ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, სავარაუდოდ ჩვენ დავბრუნდებით მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც ეს გავლენის სფეროები მეტ-ნაკლებად იქნება გადანაწილებული

მე ვფიქრობ რომ სავსებით მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩევნები დასრულდა ამ შედეგით, რომ დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დაპირებები. მისი მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იყო ის, რომ ის უზრუნველყოფდა მსოფლიოში დასრულებულიყო ეს კონფლიქტები, რაც ბოლო დროს წარმოიქმნა და დაესადგურებინა მშვიდობას. ეს პირველ რიგში ეხებოდა ახლო აღმოსავლეთს, ეხებოდა უკრაინას, მაგრამ კომპლექსში თუ განვიხილავთ მის პოლიტიკას ცხადი იყო, რომ ის გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-სა და უკრაინის ომზე საუბრისას.

„ჩვენ გვახსოვს, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში შესრულდება 3 წელი, რაც დაიწყო უკრაინაში ომი. სამი წლის შემდეგ ჩვენ რა შედეგი გვაქვს, რუსეთი ნელა, მაგრამ კვლავინდებურად ისევ უტევს, უკრაინა არის თავდაცვის მდგომარეობაში და ამბობს, რომ მას არ ჰყოფნის რესურსი, მას არ ყოფნის ის საბრძოლო მასალა, რასაც აწოდებენ და ამიტომ უჭირს გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. ამ ფონზე ევროპა უბრალოდ აგრძელებს მისთვის ტრანშებს, დახმარების გამოყოფას, სადაც აღმოჩნდა, რომ უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ამერიკას. ეს არის ჩიხური სიტუაცია, არ არსებობს ალტერნატიული სცენარი, არ არსებობს ადამიანი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის რომ უკრაინა უნდა გავიდეს ამ შედეგზე, ვთქვათ გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, ან გაათავისუფლოს ყირიმიც, ამას დაჭირდება ამდენი დრო, ამდენი რესურსი და ჩვენ უნდა დავეხმაროთ და მიზანს უნდა მივაღწევთ.

ეს არის გაუთავებელი ერთი დიდი ტკივილი, არ ჩანს მის დასასრული იმ ფონზე, როდესაც რუსეთს აქვს გამოცხადებული თავისი პოლიტიკა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ის უკან არ დაიხევს. ამ ფონზე ახლა ტრამპის ნაირი პრეზიდენტი, რომელიც ბიზნეს მიდგომით გამოირჩევა, მხოლოდ მეორე სცენარი ვიცით, ანუ ან უნდა დასრულდეს ომი ისე, როგორ დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, აგრესორის დედაქალაქის აღებით და მისი განადგურებით, რაც ფაქტია, რომ ვერ ხდება, ან არის მეორე სცენარი, ეს არის ცივი ომის დრო, როდესაც ერთმანეთის მოძულე სრულიად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ძალაუფლების ცენტრები მაინც ახერხებენ ერთმანეთთან თანაარსებობას.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, სავარაუდოდ ჩვენ დავბრუნდებით მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც ეს გავლენის სფეროები მეტ-ნაკლებად იქნება გადანაწილებული“, - აღნიშნა გურამ ნიკოლაშვილმა.