"ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველომ გაუძლო სერიოზულ ზეწოლას. ხელისუფლებამ ქვეყანა არ შეიყვანა ომში, კავშირი დაამყარა და სტრატეგიულ პარტნიორად შემოიყვანა მსოფლიო პოლიტიკაში კიდევ უფრო გაძლიერებული ჩინეთი,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
ექსპერტის თქმითვე, დღეს საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, რაც არის ბიძინა ივანიშვილისა და ქვეყნის ხელისუფლების დამსახურება.
„ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რაც კი საქართველოს ხელისუფლებას, რომელიმე საუკუნეში გადაუდგამს, იყო ამ ბოლო სამ წელში გადადგმული ნაბიჯები. ამ ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველომ გაუძლო სერიოზულ ზეწოლას. ხელისუფლებამ ქვეყანა არ შეიყვანა ომში, კავშირი დაამყარა და სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა მსოფლიო პოლიტიკაში კიდევ უფრო გაძლიერებული ჩინეთი - აღმოსავლეთი, რომელთანაც უკვე გააფორმა სტრატეგიულო თანამშრომლობა და ამით ალტერნატივა დაუდო დასავლეთს. როდესაც ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ერთ ვექტორზეა დამოკიდებული ე.ი მისი მონაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არჩევანი იყო დასავლეთის კურსი და გაკეთდა ბევრი კარგი საქმე, ჩვენ მაინც 35 წელი ვიყავით ვასალები. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანას არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა. არჩევანში იყო ოკუპანტი რუსეთი და დასავლეთი. რა თქმა უნდა, ოკუპანტს ვამჯობინეთ დასავლეთი. დღეს კი მსოფლიოში გაჩნდა ალტერნატივა, ზესახელმწიფოს სახით. საქართველომ ამ სამ წელიწადში იხელთა დრო და მაშინ როცა დასავლეთი და რუსეთი ებრძოდნენ ერთმანეთს, ზურგი გაიმყარა ჩინეთით. ანუ გამოდის, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ორი სტრატეგიული მეგობარი ამერიკისა და ჩინეთის სახით.
საქართველო ახლა დგას ოქროს შუალედში. ამ ოქროს წერტილამდე საქართველოს მიყვანა იყო ურთულესი, მაგრამ ეს შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამ ყველაფერს კი ახლა სჭირდება განვითარება. მჯერა, რომ საქართველოს ძალიან მალე ექნება ის როლი და პოლიტიკური სტატუსი, რასაც იმსახურებს,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.