გვაქვს პირდაპირ მოწოდება დესტრუქციისკენ, არეულობისა და სცენარის კარნახისკენ ღიად და დაუმალავად - ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა დისკუსიას, სადაც ელჩები ხელისუფლების საწინააღმდეგო ბანერის ფონზე სხედან

გვაქვს პირდაპირ მოწოდება დესტრუქციისკენ, არეულობისა და სცენარის კარნახისკენ ღიად და დაუმალავად - ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა დისკუსიას, სადაც ელჩები ხელისუფლების საწინააღმდეგო ბანერის ფონზე სხედან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა გორში გამართულ დისკუსიას, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი ბანერის ფონზე სხედან.

დეპუტატის შეფასებით, ეს მეტყველებს მხოლოდ მათ დამოკიდებულებაზე, რეალურ მიზანზე და სურვილზე, რომ მოაწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რაც მეორე წელია ვერ გამოსდით და გამორიცხულია გამოუვიდეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში.

„გვაქვს პირდაპირ მოწოდება დესტრუქციისკენ, არეულობისკენ და სცენარის კარნახისკენ ღიად და დაუმალავად. ამას სამწუხაროდ შეგვაჩვიეს. ეს მეტყველებს მხოლოდ მათ დამოკიდებულებაზე, მათ რეალურ მიზანზე და მათ რეალურ სურვილზე, მოაწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რაც ვერ გამოუვიდათ მეორე წელია და რაც გამორიცხულია, რომ გამოუვიდეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. რუბიოს განცხადების ციტირება მინდა მოვახდინო, რომ ეს არის იმ არ არჩეული ბიუროკრატიის კარნახი, მოქმედება, რომელიც მოქმედებს სამწუხაროდ დღეს ევროკავშირში და ეს არის „დიფ სთეითის“ დიდი მანქანა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გორში, ხელოვნების სახლის სოლიდარობისთვის ჩასული გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები, სფეროს წარმომადგენელთან ერთად დისკუსიას საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი ბანერის ფონზე მართავდნენ.