კახა კალაძე ელჩების შესახებ: ეს ადამიანები საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, ბოროტებას ახალისებენ, მაგრამ რადიკალიზმი მალე დამარცხდება

კახა კალაძე ელჩების შესახებ: ეს ადამიანები საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, ბოროტებას ახალისებენ, მაგრამ რადიკალიზმი მალე დამარცხდება

რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ეს ყველაფერი მალე დასრულდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გორში გამართულ დისკუსიას, რომელიც რადიკალური ხასიათის ბანერების ფონზე გაიმართა, კახა კალაძის თქმით, ეს მძიმე ფაქტია და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.

„ძალიან მძიმე ფაქტია. ეს ადამიანები ჯერ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. ისინი ახალისებენ ბოროტებას ქვეყანაში, საზოგადოების გახლეჩას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერი მთლიანად გადალაგდება. მსოფლიო იცვლება. რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ეს ყველაფერი მალე დასრულდება. რადიკალიზმი დამარცხდება. ზოგადად რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება.

გაიხსენეთ გერმანიის ელჩი, რა კომენტარებს აკეთებდა, ჩვეულებრივი მავნებელია. ის საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან. ვერ ხვდება და ვერ წარმოუდგენია რა არის მისი ფუნქცია. როდესაც აშშ-დან განცხადებებს აკეთებენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ეს ევროპელ დიპლომატებს არ მოსწონთ და ამას შიდა პოლიტიკაში ჩარევას უწოდებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.