მოდით, სერიოზულად ნუ მივუდგებით ევროპარლამენტის რეზოლუციას და არც არავინ უდგება ამას სერიოზულად მსოფლიოში, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ევროპარლამენტი რეზოლუციებს აცხობს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ.
„საქართველოს ვუსურვებ ყოველივე კარგს, რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სასაცილოა, ფარსია ეს ყველაფერი. არ უნდა მივუდგეთ ამას სერიოზულად იმიტომ, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციებს აცხობს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ბრიუსელის ასეთი ეროვნული სპორტის სახეობა და სასაცილოა.
ჯეი დი ვენსი, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი საუბრობდა ევროკავშირზე, რომელიც არ სცემს პატივს დემოკრატიას, თავისუფლებას. ისინი პატივს არ სცემენ დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. არ ელოდებოდნენ, რომ ოპოზიცია დამარცხდებოდა, არ ელოდებოდნენ, რომ ადამიანები თავისუფლები იყვნენ საქართველოში, რუმინეთში. ეს არის მათი იმპერიალისტური ინსტინქტები. არ მწამს მე იმპერიალიზმის და ვთვლი, რომ სლოვაკი დეპუტატები ამ რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ. მხარს უჭერენ ისინი „ქართულ ოცნებას“, საქართველოს ხალხს, რომ მათ ჰქონდეთ შანსი, აირჩიონ თავისი ხელმძღვანელობა. მოდით, სერიოზულად ნუ მივუდგებით ევროპარლამენტის რეზოლუციას და არც არავინ უდგება ამას სერიოზულად მსოფლიოში“, - აღნიშნა ლუბოშ ბლაჰამ.