ახლა არსად ინტეგრაცია არ არის აუცილებელი და სავალდებულო. ახლა ჩვენ, ერთგვარი უსაფრთხოების ბუფერულ ზონაში ვიმყოფებით. საქართველო, როგორც ჩანს, ძალიან მალე გახდება ერთგვარი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა, სადაც ეკონომიკური ვექტორები ყველა მიმართულებით ღიაა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
„ევროკავშირში არ გვეგონოს ახლა რომ გენიოსები სხედან. მიუნხენის კონფერენციის პრეზიდენტის მსგავსი პერსონაჟები არიან. მათ დიდი ინტელექტი და გამჭრიახობა არ ახასიათებთ. სამწუხაროდ, ესე მოხდა დეგრადაცია პოლიტიკური კლასის ევროპაში, ამიტომ გონივრული გადაწყვეტილებების მოლოდინი მათგან არ მაქვს, თუმცა ის, რომ ამხელა აშშ-ის ზეწოლას ეგრე ვერ გაუძლებენ და შიში მაინც გააჩერებთ ეგ ნათელია. იქნება რაღაც შერბილება რამდენიმე თვეში, თვითონ ევროპაში დაიწყება. დომინოს პრინციპით ერთი მეორეზე მიყოლებთ წააგებენ არჩევნებს ეს რადიკალური, ლიბერალური პარტიები და შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, შემდეგ უკვე დალაგდება ურთიერთობა.
ახლა ჩვენ, ერთგვარი უსაფრთხოების ბუფერულ ზონაში ვიმყოფებით. ამ შემთხვევაში საქართველო, როგორც ჩანს, მომავალში ძალიან მალე გახდება ერთგვარი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა, სადაც ეკონომიკური ვექტორები ყველა მიმართულებით ღიაა. ეს ჩვენთვისაც აბსოლუტურად მისაღებია, ქართული მოსახლეობის უმრავლესობის აზრიც ეს არის. ახლა არსად ინტეგრაცია არ არის აუცილებელი და სავალდებულო. ზოგადად, ახლა ტრამპი რას ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტი გამოიწვია ნატოს გაფართოების პოლიტიკამ“, - განაცხადა გოგავამ.